სამხედრო სწავლებაში გერმანული ტექნიკაც მონაწილეობს

სწავლებაში გერმანული ტექნიკაც მონაწილეობს. ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ. წლევანდელ  სწავლებაში გერმანული მხარე  უფრო მასშტაბურად არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვნად გაზრდილია პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა.

ვაზიანში მეხუთე საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო ტექნიკაც. გერმანული ტექნიკა, რომელიც, ძირითადად, ქვეითი საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტექნიკით არის დაკომპლექტებული, საზღვაო გზით  ფოთში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან შემოვიდა. ვაზიანში ტრანსპორტირება კი ფოთიდან სარკინიგზო გზით განხორციელდა.