მოკავშირეთა საჰაერო ძალებმა ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი განლაგების წვრთნები დაიწყეს, რომელსაც გერმანია მასპინძლობს
მოკავშირეთა საჰაერო ძალებმა ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი განლაგების წვრთნები დაიწყეს, რომელსაც გერმანია მასპინძლობს

მოკავშირეთა საჰაერო ძალებმა ნატო-ს ისტორიაში ყველაზე დიდი განლაგების წვრთნები დაიწყეს, რომელსაც გერმანია მასპინძლობს. ორკვირიან წვრთნებში მონაწილეობას 25 ქვეყანა იღებს, დაახლოებით 10 000 პერსონალითა და 250 თვითმფრინავით. ფრენები განხორციელდება ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვებზე.

ნატო-ს სპიკერის თქმით, ნატო მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი და დასძინა, რომ საჰაერო თავდაცვა ახლა განსაკუთრებით აუცილებელია, რადგან სამყარო უფრო და უფრო საშიში ხდება.

აღნიშნული სწავლებები უკვე რამდენიმე წელია, იგეგმება. წვრთნები მიზნად ისახავს მზადყოფნის გაძლიერებას, რათა დაიცვას ქალაქები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა თვითმფრინავებით, უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით თავდასხმისგან.