ამერიკული ავიამზიდის კაპიტანი აცხადებს, რომ ბორტზე 100 ინფიცირებულია და პენტაგონისგან დახმარებას ითხოვს
ამერიკული ავიამზიდის კაპიტანი აცხადებს, რომ ბორტზე 100 ინფიცირებულია და პენტაგონისგან დახმარებას ითხოვს

ამერიკული ავიამზიდის ბორტზე კორონავირუსის გავრცელების გამო, ხომალდის კაპიტანი დახმარებას ითხოვს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ავიამზიდ „თეოდორ რუზველტის“ ბორტზე ეკიპაჟის 4000 წევრი იმყოფება. ხომალდი გუამის სანაპიროებთანაა გაჩერებული.

ავიამზიდზე კორონავირუსის გავრცელების გამო ხომალდის კაპიტანმა წერილით მიმართა პენტაგონს, რომელშიც დახმარებას ითხოვს.

„ჩვენ არ ვართ ომში. მეზღვაურები არ უნდა მოკვდნენ“, – წერს კაპიტანი ბრეტ კროზიერი.

გავრცელებული ცნობით, ავიამზიდზე ინფიცირებულია დაახლოებით 100 ადამიანი, რის გამოც კაპიტანმა ეკიპაჟის ყველა წევრის კარანტინში გადაყვანას ითხოვს.

„ამერიკული ბირთვული ავიამზიდიდან მთელი პერსონალის ორკვირიან კარანტინში გადაყვანა არაორდინალური ზომაა, თუმცა ეს აუცილებელია“, – წერს კაპიტანი.

სააგენტო „როიტერთან“ საუბარში აშშ-ის ფლოტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ „თეოდორ რუზველტის“ ეკიპაჟს წევრთა უსაფრთხოების უზურველსაყოფად შესაბამისი ზომები უახლოეს ხანში იქნება მიღებული.