ამერიკული ავიაკომპანიები ირანის, ერაყის, სპარსეთის ყურისა და ომანის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენენ
აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ერაყის, ირანის, სპარსეთის ყურისა და ომანის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენა შეაჩერა. ამის მიზეზი ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებაა.
დღეს ირანმა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. აღნიშნულ ბაზებზე აშშ-ის სამხედროები იმყოფებიან. იერიშის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რაც შეეხება დაშავებულებს, ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ერაყელები დაშავდნენ.