„სიენენი“ - ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო დარტყმების შედეგად ერაყელები დაშავდნენ
„სიენენი“ - ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო დარტყმების შედეგად ერაყელები დაშავდნენ

„სიენენის“ ინფორმაციით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ერაყელები დაშავდნენ. ეს ინფორმაცია ტელეკომპანიას ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

დაშავებულთა რიცხვი და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

პენტაგონში დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ არ საუბრობენ. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონათან ჰოფმანი აცხადებს, რომ ირანმა სარაკეტო დარტყმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე განახორციელა. ესენია ავიაბაზა აინ ალ-ასდი და ერბილში მდებარე ობიექტი. ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს.