პენტაგონის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა ორ ამერიკულ ბაზაზე მოხდა

05:04, 08.01.2020
This aerial photo shows Ain al-Asad air base in the western Anbar desert, Iraq, December 2019.

This aerial photo shows Ain al-Asad air base in the western Anbar desert, Iraq, December 2019.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის გუშაგთა კორპუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სარაკეტო დარტყმა განახორციელა ერაყის დასავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზა აინ-ალ-ასადზე.

თეირანში აცხადებენ, რომ დარტყმების შედეგად ბაზა სრულად განადგურებულია.
ირანში ამ დარტყმას ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაზე შურისძიება უწოდეს.

პენტაგონში კი აცხადებენ, რომ თავდასხმა მოხდა ორ ბაზაზე, მათ შორის ერბილში მდებარე სამხედრო ობიექტზე. აშშ-ის ცნობით, ამერიკული სამხედრო ბაზების მიმართულებით სულ მცირე 12 რაკეტა ისროლეს. ჯერ დაღუპულებისა და სხვა ზიანის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყება არ საუბრობს.

მსგავსი