ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 93 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 93 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 3 219 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 27 285 621 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 471 422 ადამიანი.