ამერიკელი სენატორები უკრაინაში ვიზიტით იმყოფებიან. როგორც სოციალურ ქსელში სენატორი ჯინ შაჰინი წერს, ის სენატორებთან რობ პორტმანთან და კრის მერფისთან ერთად ჩავიდა ურაინაში, რათა აჩვენონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პარტნიორებისადმი აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა, ასევე დემოკრატიის გასაძლიერებლად რეფორმების გაგრძელებისადმი და ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიზნისადმი.
„იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა აგრძელებს საკვანძო რეფორმებს დემოკრატიის გასაძლიერებლად, სასიცოცხლომნიშვნელობისაა ჩვენი მტკიცე პარტნიორბისთვის და რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“, – წერს ასევე ჯინ შაჰინი.
შეგახსენებთ, რომ აერიკელი სენატორები საქართველოშიც გეგმავენ ვიზიტს.