ამერიკელი მუსიკოსი ედვინ ჰოკინსი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი მუსიკოსი ედვინ ჰოკინსი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მუსიკოსი ედვინ ჰოკინსი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. NME-ს ინფორმაციით, ჰოკინსს პანკრეასის კიბო ჰქონდა.

მუსიკოსი ცნობილი სიმღერის Oh Happy Day-ის ავტორია.  მთავარი ჰიტის შექმნისას მუსიკოსმა XVIII საუკუნის ინგლისური საეკლესიო ჰიმნი O Happy Day, That Fixed My Choice გამოიყენა.