ამერიკელი მუსიკოსი ედვინ ჰოკინსი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი მუსიკოსი ედვინ ჰოკინსი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. NME-ს ინფორმაციით, ჰოკინსს პანკრეასის კიბო ჰქონდა.
მუსიკოსი ცნობილი სიმღერის Oh Happy Day-ის ავტორია. მთავარი ჰიტის შექმნისას მუსიკოსმა XVIII საუკუნის ინგლისური საეკლესიო ჰიმნი O Happy Day, That Fixed My Choice გამოიყენა.
https://www.youtube.com/watch?v=hzj3pOdCOqU