ამერიკელი მედიაექსპერტი მიჩ სემელი ქართველი ჟურნალისტებისთვის  მასტერ კლასს მართავს
ამერიკელი მედიაექსპერტი მიჩ სემელი ქართველი ჟურნალისტებისთვის  მასტერ კლასს მართავს

ამერიკელი მედიაექსპერტი მიჩ სემელი ქართველი ჟურნალისტებისთვის  ორდღიან მასტერ კლასს გამართავს.

მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ამერიკელი მედიაექსპერტი, LongIslandUniversity -ის პროფესორი მიჩ სემელი საქართველოში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოიწვია. მიჩ სემელის განმარტებით, დღეს და ხვალ ქართველ ჟურნალისტებთან „ფეიკ ნიუსების“ პრობლემას და მასთან საბრძოლველად საჭირო გზებს განიხილავს.

„ჩვენ ტრეინინგს ვატარებთ, რომელიც მედია განათლების საკითხებს შეეხება. მედია წიგნირება საჭიროა არა მარტო ჟურნალისტებისთვის და მედია პროფესიონალებისთვის, არამედ თითოეული მოქალაქისთვის. ე.წ „ფეიკ ნიუსის“ პრობლემა დიდი ხანია არსებობს, ეს არ არის ახალი ფენომენი. ტრეინინგების დროს მაგალითები განვიხილეთ, რომელიც 300 წლისაა,- “,-აცხადებს მიჩ სემელი და აღნიშნავს, რომ პროფესიონალების და მომხმარებლების განათლება ხელს შეუწყობს, რომ “ფეიკ ნიუსების” გავრცელებას ისინი თავად შეებრძოლონ.

„ამერიკის არჩევნებში რუსეთის ფაქტორი რომ ავიღოთ, „ფეიკ ნიუსების“ გავრცელება აქაც სერიოზული საკითხია. მთელ მსოფლიოში საჭიროა, რომ პროფესიონალები და მომხმარებლები გავანათლოთ იმისთვის, რომ „ფეიკ ნიუსებს“ თავად ისინიც კარგად ებრძოლონ.“-აცხადებს მიჩ სემელი

მიჩ სემელი წლების მანძილზე ისეთ მედიასაშუალებებს ხელმძღვანელობდა, როგორიცაა CNN, CBS-და Public Broadcasting Service.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მედია წიგნიერების პროექტის განხორციელება დღეიდან დაიწყო.