ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, ცოფის შემთხვევები ძაღლზე დაფიქსირდა.
როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.
„მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის „ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში“ გადაყვანა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 18 მარტს არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.