ალუდა ღუდუშაური - ჩვენ როცა ვფიქრობდით, პანდემიიდან გამომდინარე როგორ შევხიდებოდით ბიზნესს, მოქალაქეებს, გიორგი ვაშაძე პიკეტირებას უწყობდა ინსტიტუციებს, რომლებმაც სახელმწიფო უნდა განავითაროს
ჩვენ როდესაც ვფიქრობდით, როგორ შევხიდებოდით ბიზნესს, ჩვენს მოქალაქეებს პანდემიიდან გამომდინარე, ამის პარალელურად, გიორგი ვაშაძე კარვებიდან გველაპარაკებოდა და მეგაფონიდან პიკეტირებას უწყობდა იმ ინსტიტუციებს, რომლებმაც სახელმწიფო უნდა განავითაროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ღუდუშაური გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვას საშემოსავლო გადასახადების სულ მცირე კიდევ ექვსი თვით გადავადებასთან დაკავშირებით.
ღუდუშაურის შეფასებით, გიორგი ვაშაძის მხრიდან ეს განცხადება პოპულისტური ნაბიჯია.
„ჩვენ, ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ როდესაც ვფიქრობდით და ვმოქმედებდით, როგორ შევხიდებოდით ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს პანდემიიდან გამომდინარე, ამის პარალელურად, ბატონი ვაშაძე პიკეტირებას ახდენდა, კარვებიდან გველაპარაკებოდა და მეგაფონიდან პიკეტირებას უწყობდა იმ ინსტიტუციებს, რომლებმაც სახელმწიფო უნდა განავითაროს, წინ წაიყვანოს. ამიტომ ბატონი ვაშაძის მხრიდან მორიგ ჯერზე ვხედავთ პოპულიზმის მკაფიო გამოხატულებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რომელიც აქვს სახელმწიფოს, რომ დავეხმაროთ ბიზნესს და საზოგადოების ნებისმიერ წევრს. ბატონი ვაშაძის ეს პოპულისტური ნაბიჯი არის უაღრესად უდროო, უადგილო, არც პოლიტიკური და არც მორალური ფასი მას არ გააჩნია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.