გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს მიმართავს, საშემოსავლო გადასახადების გადახდა სულ მცირე ექვსი თვით კიდევ გადავადდეს
გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს მიმართავს, საშემოსავლო გადასახადების გადახდა სულ მცირე ექვსი თვით კიდევ გადავადდეს

მივმართავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს, მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულებს მოუწევთ საშემოსავლო გადასახადების სრულად გადახადა, რაც არსებულ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაში ფაქტობრივად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, – აღნიშნული ინიციატივით გამოდის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

დეპუტატის თქმით, დღევანდელ სიტუაციაში ბიზნესს, რომელიც ისედაც არ არის კარგ მდგომარეობაში, შეღავათები სჭირდება.

„მოვითხოვთ და ვაყენებთ საკითხს, რომ სულ მცირე ექვსი თვით კიდევ გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ის შეღავათები, რომლებიც დღეს არის ზოგადად ქვეყანაში. კოვიდკრიზისამდეც უმძიმესი მდგომარეობა იყო ქვეყანაში, კოვიდკირიზისმა სულ გააღარიბა და გაანადგურა ქართული ბიზნესი, დაგვაკარგინა ბევრი სამუშაო ადგილი და რაც არის დარჩენილი, იმის შენარჩუნება არის ახლა ამოცანა. სამწუხაროდ, არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს. ამიტომ, ვფიქრობთ, შეღავათები უნდა იყოს, რადგან ეკონომიკაში არაფერი შეცვლილა და გაუმჯობესებულა“, – განაცხადა ვაშაძემ.