ალმათიში გამართული საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები თბილისში დაბრუნდნენ
ალმათიში გამართული საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები თბილისში დაბრუნდნენ.
ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, სადაც ტურნირი მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით ჩატარდა, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა ოქროს მედლები მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში პირველი ადგილით გადავიდა და რუმინეთისა და პაკისტანის ძლიერ გუნდებთან მოპოვებული გამარჯვებით ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალი 26 აგვისტოს საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
ფინალში საქართველოსთან ერთად ხორვატიისა და ბულგარეთის გუნდები მონაწილეობდნენ. საბოლოო შედეგები ასეთია: საქართველო – 45,3 ქულა, ხორვატია – 41,3, ბულგარეთი კი – 41,1. შესაბამისად, ოქროს მედლები საქართველოს ნაკრების ექვსივე წევრს გადაეცა.