ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში FlyArystan-მა ალმათის მიმართულებით ფრენები დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში FlyArystan-მა ალმათის მიმართულებით ფრენები დაიწყო

ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს. ალმათი არის მეხუთე ყაზახური ქალაქი, საიდანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას სრულდება.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ალმათის საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ავიაკომპანიის წარმომადგენლები, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე დაესწრნენ. პირველ რეისს ყაზახეთიდან 175 მგზავრი ჩამოჰყვა.​

FlysArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას კიდევ უფრო აძლიერებს. ალმათი – სრულიად ახალი, მეხუთე მიმართულება დაემატა უკვე დღეიდან ჩვენს აეროპორტს, რითიც ქუთაისიდან, ფაქტობრივად, სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები. ცენტრალური აზია ახალი მიმართულებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და, ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. FLyArystan-ის წარმატებულმა მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი რეგიონი ყაზახეთისთვის ძალიან საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულებაა. ზაფხულში ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთიდან კვირაში 15 სიხშირით იფრენს“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ალმათის გარდა, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLyArystan-ი ქუთაისში დედაქალაქ ასტანადან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს.

2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 135 000 მგზავრს მოემსახურა.