ზამთრის კურორტებზე დაგეგმილია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც 2018 წელს უნდა განხორცილდეს, – ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროექტების ნაწილი გუდაურში განხორციელდება და ეს იქნება გარდატეხა გუდაურისთვის.
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, აგრეთვე ხელოვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობა გუდაურში გათოვლიანების სისტემისთვის. ვფიქრობთ, 2018 წელს ამ სისტემას დავამთავრებთ და ავამუშავებთ. ამავე წლის დეკემბერში გაიხსნება კობი-გუდაურის საბაგიროც“, – განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.
მისივე თქმით, საბოლოოდ გაიმართება გათოვლიანების სისტემა, რომლის მეორე ფაზაც კეთდება და ეს პრობლემა აღარ იქნება.
გუდაურსა და გოდერძიზე სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნა. დღეს კი ბაკურიანში დიდველის სათხილამურო ტრასა გაიხსნა.
ავტორი -
მარი ჯავახიშვილი