გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გათოვლიანებისთვის საჭირო ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება დაასრულა
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გათოვლიანებისთვის საჭირო ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება დაასრულა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, საკურორტო ზონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის გუდაურში როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით, 40 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტებით გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. დასრულების ეტაპზეა სათავე ნაგებობებისა და ჭაბურღილების მოწყობა.

გარდა ამისა, კომპანიამ უკვე დაასრულა გათოვლიანებისთვის საჭირო ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება.

„სამუშაოების შედეგად, გუდაურის მოსახლეობა და იქ ჩასული დამსვენებლები წყლისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს რეგიონში“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.