ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინელი სამხედროები გერმანული ტანკის, Leopard-ის ოპერირებას პოლონეთში შეისწავლიან
უკრაინელი სამხედროები გერმანული ტანკის, Leopard-ის ოპერირებას პოლონეთში შეისწავლიან, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა გააკეთა.
რეზნიკოვმა აღნიშნული „მნიშვნელოვან გარღვევად“ შეაფასა, იმ ფონზე, როდესაც ბერლინი კვლავაც უარს ამბობს, კიევს გადასცეს Leopard-ის ტანკები.
„ჩვენ დავიწყეთ ტრენინგები და გაგრძელება იქნება“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.