ალექსეი რეზნიკოვი – უკრაინელი სამხედროები გერმანული ტანკის, Leopard-ის ოპერირებას პოლონეთში შეისწავლიან
უკრაინელი სამხედროები გერმანული ტანკის, Leopard-ის ოპერირებას პოლონეთში შეისწავლიან, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა გააკეთა.
რეზნიკოვმა აღნიშნული „მნიშვნელოვან გარღვევად“ შეაფასა, იმ ფონზე, როდესაც ბერლინი კვლავაც უარს ამბობს, კიევს გადასცეს Leopard-ის ტანკები.
„ჩვენ დავიწყეთ ტრენინგები და გაგრძელება იქნება“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.
Congratulated 🇩🇪 DefMin Boris Pistorius @BMVg_Bundeswehr on the appointment to his new position.
We had a frank discussion on Leopards 2. To be continued.
I also thanked the 🇩🇪 Government and the 🇩🇪 people for their military assistance to 🇺🇦 and hospitality at #Ramstein 8 pic.twitter.com/pOnWhHuGos— Oleksii Reznikov (@oleksiireznikov) January 20, 2023