ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„შავ სიაში“ მოხვდა ექვსი ფიზიკური პირი და ერთი კომპანია.
კერძოდ, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა: რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს, ალექსანდრ ბორტნიკოვს; რუსეთის პრეზიდენტის ამდინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს; შიდა პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის სამმართველოს უფროსს, ანდრეი იარინს; თავდაცვის მინისტრის ორ მოადგილეს – ალექსეი კრივორუჩკოსა და პაველ პოპოვს; ასევე, ციმბირის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, სერგეი მენიალოს. სასანქციო სიაში ასევე, მოხვდა ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი სახელმწიფო ინსტიტუტი.
ევროკავშირის საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პირებს კავშირი აქვთ ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობასთან, რომელიც 2020 წლის 20 აგვისტოს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ტოქსიკური ნერვული აგენტით მოწამლეს.