ალექსეი ნავალნის მოწამვლას აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი ეხმაურება
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა.
„დონალდ ტრამპი ისევ უარს აცხადებს წინ აღუდგეს პუტინს. ბატონი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით მისი მდუმარება ამის უკანასკნელი მაგალითია. როგორც პრეზიდენტი, მე გავაკეთებ იმას, რაც ტრამპმა ვერ შეძლო – პუტინის რეჟიმს პასუხისმგებლობას დავაკისრებ დანაშაულებისთვის“, – წერს ბაიდენი.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, ბერლინის საავადმყოფოში ჩატარებული ტესტირებების შედეგები აჩვენებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.