ლეფორტოვოს სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ნავალნის ბრალი ედება 4.7 მილიონი დოლარის ოდენობით თანხის მოპარვაში, რომელიც მისსავე დაფუძნებული ანტიკორუფციული ფონდისთვის გაიღეს.
როგორც მედია წერს, პროკურატურის განცხადებით, ნავალნი მის გუნდთან ერთად, შემოწირულობებს მოტყუების გზით აგროვებდა, შემდეგ კი, მხარდამჭერებისგან მიღებული შემოწირულობა გაფლანგა.
გარდა ამისა, მედია იუწყება, რომ ნავალნი დამნაშავედ ცნეს სასამართლოს მიმართ ღიად გამოთქმული უპატივცემულობის საფუძველზე და ჯარიმის სახით, 1.2 მილიონი რუბლის გადახდა დააკისრეს.
ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უკვე იხდის სასჯელს ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ აღიარა. მას ამ საქმეზე 3.5-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.