უკრაინა ომს არ წააგებს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
„ჩვენ ნამდვილად არ წავაგებთ ომს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა, ჩვენს მხარეზე არის უამრავი ქვეყანა, რომლებიც გვეხმარებიან ამ საზიზღრობასთან ბრძოლაში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია“,- განაცხადა დანილოვმა.
დანილოვის თქმით, აშკარაა, რომ ფრონტზე შეიძლება, იყოს რთული სიტუაციები.
„ომი ძალიან რთული საქმეა და ესა თუ ის პოზიცია ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგრამ გახსოვდეთ, ყოველი ღამის შემდეგ დგება დღე და დღე იწყება მზის ამოსვლით. ჩვენი მზე აუცილებლად ამოვა. არ გვჭირდება ახლა პესიმიზმში გადავარდნა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – რთულია. ხდება სხვადასხვა სიტუაციები, მთავარია, რომ ისინი არ იყოს საბედისწერო, დღეს არაფერია საბედისწერო“, – აღნიშნა დანილოვმა.