ალექსეი დანილოვი - ევროპაში მშვიდობის აუცილებელი საფუძველია არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება
ალექსეი დანილოვი - ევროპაში მშვიდობის აუცილებელი საფუძველია არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება

უკრიანის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, ევროპაში მდგრადი მშვიდობის აუცილებელი საფუძველი არის მოლდოვისა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიების დაბრუნება.

აღნიშნულის შესახებ დანილოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ევროპაში მდგრადი მშვიდობისა და განვითარების გარანტიების აუცილებელი საფუძველი არის არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ, ასევე, მოლდოვისა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიების დაბრუნება“, – წერს დანილოვი .