ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის არმიაში სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის არმიაში სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობირვი მედია ავრცელებს.
ლუკაშენკოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბელარუსთან ახლოს ნატო-ს ძალების სერიოზული გადაადგილების გამო მიიღეს.
„ჩვენს საზღვრებთან ახლოს, პოლონეთისა და ლიეტუვას ტერიტორიებზე ვხედავთ ნატოს ძალების სერიოზულ მოძრაობას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.