ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის არმიაში სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა

15:37, 22.08.2020

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის არმიაში სრული სამხედრო მზადყოფნა გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობირვი მედია ავრცელებს.

ლუკაშენკოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბელარუსთან ახლოს ნატო-ს ძალების სერიოზული გადაადგილების გამო მიიღეს.

„ჩვენს საზღვრებთან ახლოს, პოლონეთისა და ლიეტუვას ტერიტორიებზე ვხედავთ ნატოს ძალების სერიოზულ მოძრაობას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი