ალექსანდრ ლუკაშენკომ ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული და სიკვდილმისჯილი გერმანელი პატიმარი შეიწყალა

13:18, 31.07.2024

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული და სიკვდილმისჯილი გერმანელი პატიმარი შეიწყალა.

ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს, რასაც ასევე ადასტურებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

პატიმარმა პრეზიდენტს შეწყალება ტელევიზიის საშუალებით სთხოვა. მისი ადვოკატები კი, ლუკაშენკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, განაჩენის გადავადებას ცდილობდნენ.

გერმანელ პატიმარს საიდუმლო სამხედრო ობიექტებისთვის ფოტოების გადაღებასა და უკრაინის უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობაში ედებოდა ბრალი. ის დახურულ სასამართლო სხდომაზე გასულ თვეს გაასამართლეს.

მსგავსი