ალეკო ელისაშვილი - ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია, საპარლამენტო სისტემა იყოს პროპორციული, დაბალი ბარიერით, რათა მრავალპარტიული პარლამენტი შედგეს
ამ ქვეყნის პრობლემაა, რომ მმართველი პარტია იქნება თუ ოპოზიციური, ყველა ქვეყანას თავისი ჯიბის და ვიწროპარტიული ინტერესიდან უყურებს. ეს პოლიტიკური კრიზისიც ამისი დასტურია, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია, რომ საპარლამენტო სისტემა იყოს პროპორციული, დაბალი ბარიერით, რათა მრავალპარტიული პარლამენტი შედგეს.
„დრო რომ გავა, ემოციები ჩაცხრება, ნორმალური ანალიტიკოსები და არა ჩვენი მოქმედი, ვითომ ანალიტიკოსები გაანალიზებენ, მიხვდებიან, რომ პარტიების უმეტესობა ვითარებას უყურებს არა სახელმწიფოებრივად, არამედ პარტიული ინტერესიდან, რომელიც ხშირად აცდენილია სახელმწიფოს ინტერესს. ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია, რომ საპარლამენტო სისტემა იყოს პროპორციული, დაბალი ბარიერით, რათა მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი. საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იყოს არა ორი პარტია და ამ ორი პარტიის გამო იგლიჯებოდეს შუაზე ქვეყანა, არამედ მრავალი პოლიტიკური აზრი და დისკუსია არსებობდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.