ალეკო ელისაშვილი – არც მელია და არც დანარჩენი ოპოზიცია არ მაინტერესებს, ახლართულ-დახლართული არიან, რევოლუციაზე ჯახირობენ

12:14, 17.02.2021

ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბარს აღარ ვაპირებ. ვინმეს ჩემთან დაკავშირებით წუხილი და ჭმუნვა თუ აქვს, ჩემი ნომერი იციან და შეუძლიათ, დამიკავშირდნენ. საერთოდ არ მაინტერესებს, არც მელია და არც დანარჩენი ოპოზიცია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია არეულია და ისინი რევოლუციაზე „ჯახირობენ“.

„მილიონი საქმე მაქვს, უამრავი ადამიანი მირეკავს და ვცდილობ, მათ დავეხმარო. ოპოზიცია ახლართულ-დახლართულია, რევოლუციაზე ჯახირობენ“, – განაცხდა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი