ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მისვლას არ ვაპირებ, მით უმეტეს, ვანო მერაბიშვილის მიერ გამოცხადებულ აქციაზე
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მისვლას არ ვაპირებ, მით უმეტეს, ვანო მერაბიშვილის მიერ გამოცხადებულ აქციაზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილისთვის დაანონსებულ აქციაზე მისვლას არ აპირებს.

მისი თქმით, მით უმეტეს, არ აპირებს წასვლას ვანო მერაბიშვილის მიერ გამოცხადებულ აქციაზე.

„„ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებულ აქციაზე არ მივალ. 9 პრიალი ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია, ყოველთვის მივდივარ და დაღუპულ, თავგანწირულ ქართველთა ხსოვნას პატივს მივაგებ ხოლმე, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მისვლას არ ვაპირებ, მით უმეტეს, ვანო მერაბიშვილის მიერ გამოცხადებულ აქციაზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.