ალეკო ელისაშვილი - 8 მარტის ხელშეკრულებაში პოლიტპატიმრებზე „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა არგუმენტი, რომელზეც ყველამ თავი ჩაქინდრა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ 8 მარტის ხელშეკრულება დაარღვია და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით სიტყვა გატეხა.
ელისაშვილს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ არგუმენტი საყურადღებო იყო.
„არასაეთერო რაღაცებს გეტყვი, სადაც „ქართული ოცნების“ არგუმენტი იყო საყურადღებო, უსინდისო ვიყო. 8 მარტის ხელშეკრულებაში პოლიტპატიმრებზე „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა არგუმენტი, რომელზეც ყველამ თავი ჩაქინდრა. მე 8 მარტის შეთანხმების მონაწილე არ ვიყავი და ყველამ თავი ჩაქინდრა. ოპოზიციამ ბევრ საკითხში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით სიტყვა გატეხა და ცუდად მოიქცა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი