ალჟირში სატვირთო ავტომობილისა და ტურისტული ავტობუსის შეჯახების შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა
ალჟირში ტურისტული სატვირთო ავტომობილისა და ტურისტული ავტობუსის შეჯახების შედეგად სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კიდევ 11 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. პოლიცია ამ ეტაპზე მომხდარის მიზეზებს იძიებს.