ალაზნის სარწყავ არხში მანქანის გადავარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
ალაზნის სარწყავ არხში მანქანის გადავარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, ალაზნის სარწყავ არხში, „ჟიგულის“ მარკის ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფი 62 წლის მამაკაცი დაიღუპა.

სოფელ კალაურში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელის, ლევან ქევხიშვილის განცხადებით, მამაკაცი სახლიდან მიწის ნაკვეთში ჩალის მოსაჭრელად იყო წასული და მას შემდეგ არ გამოჩენილა.

მისი თქმით, ოჯახმა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ „112“-ს შეატყობინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.