ალასკაზე ორი ტურისტული ჰიდროთვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, დაიღუპა ოთხი ადამიანი
ალასკაზე ორი ტურისტული ჰიდროთვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ავარიას ოთხი ადამიანი შეეწირა, ორი კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ამერიკული მედია აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ინციდენტი ალასკას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ კეტჩიკანში მოხდა.
როგორც ცნობილია, ერთ ჰიდრო თვითმფრინავში 11 ტურისტი იმყოფებოდა. ისინი ღირსშესანიშნაობებს საფრენი აპარატის საშუალებით ათვალიერებდნენ, როდესაც მეორე თვითმფრინავს დაეჯახნენ, მასში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.
გავრცელებული ცნობით, ავარიის დროს 10 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით უახლოეს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ოთხი პირი ადგილზე დაიღუპა ორს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ამერიკული მედიის ცნობით, ორივე ჰიდრო თვითმფრინავი ერთ საკრუიზო ლაინერს „როიალ ფრინცესს“ ეკუთვნოდა.