აკია ბარბაქაძე - პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა
ერთადერთი გზა ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისა, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ განაცხადა.
როგორც აკია ბარბაქაძემ აღნიშნა, ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი.
„სასწრაფოდ უარი თქვან ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე და სასწრაფოდ უარი თქვან ამ კანონის მიღებაზე. ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. ერთადერთი გზა ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისა, ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა. საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს არის ყველაზე ნორმალური გზა“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.