დავით უსუფაშვილი - „ლელოს“ რამეში შეერთება რომ სურდეს, ამ შეერთების ინიციატორი იქნებოდა, გუშინ აქციაზე ვინც გამოვიდა, თავისი პოზიცია გაახმოვანა, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს
დავით უსუფაშვილი - „ლელოს“ რამეში შეერთება რომ სურდეს, ამ შეერთების ინიციატორი იქნებოდა, გუშინ აქციაზე ვინც გამოვიდა, თავისი პოზიცია გაახმოვანა, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს

„ლელოს“ რამეში შეერთება რომ სურდეს, ამ შეერთების ინიციატორი იქნებოდა, აქციაზე ვინც გამოვიდა, თავისი პოზიცია გაახმოვანა, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი პერმანენტულ აქციებთან დაკავშირებით სამხედრო ექსპერტის, აკია ბარბაქაძის მიერ გუშინდელ განცხადებას.

ამასთან, მისივე თქმით, „ლელომ“ გუშინ კიევში ყოფნით უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ყველაზე მკაფიო დემონსტრირება მოახდინა.

„დღეს იუნკერთა გმირობის აღსანიშნავად ვართ აქ მოსული. ეს არის თემა, რომელთან ერთადაც ვინმე დავითი და აკია მოსატანი არ არის. „ლელოს“ რამეში შეერთება რომ სურდეს, იქნებოდა ამ შეერთების ინიციატორი. „ლელო“ გუშინ იყო თავისი ხელმძღვანელებით წარმოდგენილი კიევში, რადაში, უკრაინელ ხალხთან, „ლელომ“ უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ყველაზე მკაფიო დემონსტრირება მოახდინა. ჩვენ არ ვიყავით გუშინდელი აქციის არც ორგანიზატორები, არც სცენაზე გინახივართ, ამიტომ იქ ვინც გამოვიდა, გაახმოვანა თავისი პოზიციები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, უნდა ჩამოვაყალიბოთ საბჭო, შევიკრიბებით ყველა, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი“.