ახმეტის სოფელ მატანში ვენახები დაისეტყვა
ახმეტის სოფელ მატანში ვენახები დაისეტყვა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში სეტყვა მოვიდა.

დაისეტყვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 100 ჰექტრამდე ფართობზე გაშენებული ვენახების 80 პროცენტი.

სოფელ მატანში დაზარალებულ მოსახლეობას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი სოსო ქარუმაშვილი შეხვდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა პირველ არხს განუცხადა, მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდა, ზარალს სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებს. მისივე თქმით, მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი.