ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალვანი-ბაბანეურის საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალვანი-ბაბანეურის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებულის, 25 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის ამ წუთებში თელავის რეფერალური საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს. ავარიის შედეგად დაშავებული ორი პირი კი თელავის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში იმკურნალებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.