ახმეტელის თეატრში სპექტაკლზე „ჩექმებიანი კატა“ მუშაობენ
ახმეტელის თეატრში სპექტაკლზე „ჩექმებიანი კატა“ მუშაობენ

სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალ სპექტაკლზე, „ჩექმებიანი კატა“ მუშაობს. თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლი შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის, „ჩექმებიანი კატის“ მიხედვით დაიდგმება.

სპექტაკლზე რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი იმუშავებს. მხატვარი მარიკა კვაჭაძე იქნება, ხოლო ქორეოგრაფი კი, გიორგი ღონღაძე.

სპექტაკლში მონაწილეობას მსახიობები: ნოდარ მელაძე; იუკა ვასაძე; ნინო ციმაკურიძე; თამთა პატაშური; ნიკა კახელი; გაგა მახათაძე; ნინო კუნჭულია და მალხაზ მიქავა მიიღებენ.

საპრემიერო ჩვენებები 10, 11, 15, 16, 17, 18 და 19 აპრილს გაიმართება.