მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მიმართულებით, რამდენიმე წუთით მატარებლების მოძრაობა შეფერხდა
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მიმართულებით, რამდენიმე წუთით მატარებლების მოძრაობა შეფერხდა

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მიმართულებით, რამდენიმე წუთით მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ძაბვის ვარდნის გამო, მატარებლების მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე ექვსი წუთით იყო შეფერხებული.

მათივე ცნობით, პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

„ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო იყო შეფერხება. ადგილზე გავიდა შესაბამისი ჯგუფი. პრობლემა ამ დროისთვის მოგვარებულია და მატარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მოძრაობას“, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.