მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მატარებლების მოძრაობა აღდგა
მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მატარებლების მოძრაობა აღდგა

მეტროსადგურებში „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მატარებლების მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხარვეზი აღმოფხვრილია და მეტროსადგურები შეუფერხებლად ემსახურება მგზავრებს.

შეგახსენებთ, აღნიშნული მეტროსადგურები ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.