ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

20:48, 23.02.2023

ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგურები „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „გურამიშვილამდე“ და პირიქით.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მსგავსი