ახმეტელის თეატრში ცნობილი თურქი დრამატურგის, თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის პრემიერა გაიმართება
ახმეტელის თეატრში ცნობილი თურქი დრამატურგის, მრავალი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატის, თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესის „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
ახმეტელის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ლელა არაბიძის თქმით, ეს არის მასშტაბური ქართულ-თურქული პროექტი, რომლის ფარგლებშიც თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესა „ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“ ორ, ქართულ და თურქულ ენებზე წიგნად გამოიცა.
თეატრის წარმომადგენლის ინფორმაციით, სპეკტაკლის პრემიერამდე წიგნის პრეზენტაციაც გაიმართება. პრემიერას თავად დრამატურგი თუნჯერ ჯუჯენოღლუც დაესწრება.
თუნჯერ ჯუჯენოღლუს სპექტაკლზე იმუშავეს რეჟისორმა, ირაკლი გოგიამ; მხატვარმა, მარიკა კვაჭაძემ და ქორეოგრაფმა, გიორგი რაზმაძემ. სპექტაკლში ბრუტუსის როლს მსახიობი ანდრია გველესიანი შეასრულებს.
სპექტაკლები 16 და 17 ივნისს 18:00 საათზე ჩატარდება.