ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მიმდებარედ ტყეში ხანძარია.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, კვამლი რამდენიმე საათის წინ შენიშნეს. ტყის მასივი, სადაც ხანძარია, რთულად მისასვლელი რელიეფია, რის გამოც მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი ადგილამდე მისვლას ამ წუთებში ცდილობს.
ხანძარი დასახლებული ტერიტორიდან 10 კმ-ით არის დაშორებული. ჯერჯერობით უცნობია, ცეცხლი რა ფართობზეა გავრცელებული.