ერთი ადამიანი დაიღუპა ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა ახმეტა-ჩაჩხრიალის გზაზე მოხდა. „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გადაბრუნდა.
ავტომანქანაში ოთხი მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე გარდაიცვალა ავტომანქანის მძღოლი. დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები, რომელთა დახმარებითაც მოხერხდა გადავარდნილი ავტომობილიდან ცხედრის გადმოტანა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.