ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში „რაფ-4“-ის მარკის ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა.
სავარაუდოდ, მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომანქანის მძღოლი და მისი ორი მგზავრი დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.