ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
30 წლის მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის ახმეტის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საავადმყოფოს დირექტორის, გია უძილაურის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„ადგილზეა კატასტროფის ბრიგადა. მდგომარეობა მძიმეა და ვცდილობთ დასტაბილურებას, რომ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადავიყვანოთ“, – განაცხადა უძილაურმა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.