ახლობლები საფრანგეთში ავარიის შედეგად დაღუპული თენგიზ გაბედავას საქართველოში ჩამოსვენებას ითხოვენ
ახლობლები საფრანგეთში ავარიის შედეგად დაღუპული თენგიზ გაბედავას საქართველოში ჩამოსვენებას ითხოვენ

საფრანგეთში, ბორდოსთან 10 თებერვალს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 38 წლის ზუგდიდელი თენგიზ გაბედავას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

„დღეს ზუსტად 40 დღე შესრულდა მისი გარდაცვალებიდან, ჩვენ კი ჯერ საიმედო საფრანგეთიდან არაფერი შეგვიტყვია. საფრანგეთის მხარე საქართველოში ცხედრის გადმოსვენებაზე ჯერ კიდევ უარს აცხადებს. მიზეზი კი მრავალმოქმედებიანი ბიუროკრატიული სისტემა და პროცედურებია, რაც ფრანგული კანონმდებლობით ხორციელდება. დახმარებას ვითხოვთ. აღნიშნულის შესახებ ყველა ინფორმირებულია, თუმცა არავინ გვეხმარება“, – აცხადებენ გარდაცვლილის ნათესავები.