ახალქალაქის ყველა სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკის ოთახი გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკისა და მოძრაობა „ეკვილიბრიუმის” თანამშრომლობით, კამპანია #წიგნიერი-ის ფარგლებში განხორციელდება.
ახალქალაქს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე უკვე სტუმრობდა.
„ეკვილიბრიუმმა” სოფელ ოკამის სკოლისთვის ასამდე ახალი წიგნი ჩაიტანა.